ექსპრემიერი

კვირიკაშვილი: საჯარო აქტივობები დავასრულე

გიორგი კვირიკაშვილი
ქართული ოცნება

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, თანამდებობის და პოლიტსაბჭოს დატოვების შემდეგ პირველად გამოჩნდა.

კვირიკაშვილი მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ წირვა-ლოცვას დაესწრო.

კითხვაზე რჩება თუ არა ის პოლიტიკაში, ექსპრემიერი ამბობს რომ მან "საჯარო აქტივობები დაასრულა" და პოლიტიკაზე კომენტარს არ გააკეთებს.

"რა პოლიტიკაზე მესაუბრებით, დღესასწაულზე ვარ მოსული, უკაცრავად, კომენტარს არ გავაკეთებ. საჯარო აქტივობები დავასრულე. ვთქვი მე ბევრჯერ ამაზე",-ამბობს კვირიკაშვილი. 

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი 13 ივნისს დატოვა. 

კომენტარები