ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 17 ივლისამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 – დან 17 ივლისამდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.

ასევე, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები