ბრიტანეთი

"ნოვიჩოკი", რომლითაც ბრიტანელი წყვილი მოიწამლა, ბოთლში იპოვეს

bbc

"ნოვიჩოკი", რომლითაც ბრიტანელი წყვილი მოიწამლა, ერთერთი მსხვერპლის, ჩარლი როულის სახლის ჩხრეკისას, ბოთლში იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პოლიციის თქმით, ეს ნივთმტკიცება გამოძიებას მნიშვნელოვნად დაეხმარება.

უცხოური მედიის ცნობით, ამ დროისთვის ჩარლი როული საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას განაგრძობს, ხოლო მისი პარტნიორი დოუნ სტურჯესი გასულ კვირას გარდაიცვალა.

ინგლისში, უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, "ნოვიჩოკით" მოწამვლის გამო ორი ადამიანი უგონო მდგომარეობაში სოლსბერის საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

კომენტარები