პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტი დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კენჭს უყრის

0 კომენტარი
ფოტო: parliament.ge

პარლამენტის სხდომაზე დღეს, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, სადაც პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მინისტრობის ახალ კანდიდატებთან ერთად წარდგება.

პრემიერი კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამას გააცნობს, რის შემდეგაც კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები დაიწყება. ამის შემდეგ კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.

მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა 12 ივნისს წარადგინა.

შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია. კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიხეილ ბატიაშვილი უხელმძღვანელებს, ფინანსთა სამინისტროს ივანე მაჭავარიანი, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გიორგი ქობულია.

დანარჩენ უწყებებში ხელმძღვანელის პოსტზე მოქმედი მინისტრები რჩებიან:

შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია;

თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი -  ლევან დავითაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ქობულია;

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები