ევროპული საქართვეელო

ევროპული საქართველო მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს

0 კომენტარი
ფოტო: მოძრაობა თავისუფლებისთვის

„ევროპული საქართველო” მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.

როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა უთხრა, გაუგებარი სიტყვების გარდა, გუშინ მთავრობის წარმომადგენლებისგან ვერაფერი მოისმინეს.

"გაუგებარი სიტყვების კორიანტელის გარდა, გუშინ მთავრობის წარმომადგენლებისგან ვერ მოვისმინეთ დალაგებული და მწყობრი ხედვა ჩვენი ქვეყნის მომავლის, როგორ გამოიყვანენ ქვეყანას ამ კრიზისიდან, სადაც არის საყოველთაო გაჭირვება, უმუშევრობა და სიღარიბე. ამიტომ მხარს ვერ დაუჭერთ“- ამბობს ჭიაბერაშვილი.

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები