სტიქია რაჭაში- მდინარე რიონმა სოფელ ღებში გზები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა

ონის რაიონის სოფელ ღებში, უხვმა ნალექმა მდინარე რიონისა და ჩვეშურის წყლის დონის მატება გამოიწვია.

ონის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანდა სოფლის შიდა გზები, მოსახლეობის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთები, ნაპირსამაგრი ჯებირები, სახიდე გადასასვლელი. მათივე ცნობით, რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია სოფელი ღების ნაწილი ( 50-60 კომლი).

სტიქიის ზონაში მობილიზებულია ონის პოლიციის რაიონული სამმართველოს,სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მერიის შესაბამისი სამსახურები.

მერიაში ამბობენ, რომ ადგილზე ხდება შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და წყლის დონის დაკლებისთანავე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.

სტიქია რაჭაში. ფოტო : ონის მუნიციპალიტეტის მერია

კომენტარები