ოკუპირებული აფხაზეთი

ხიშბა-სიგუას სია - ოკუპირებულმა აფხაზეთმა ე.წ. შავი სია შეიმუშავა

ოკუპირებულმა აფხაზეთმა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" საპასუხოდ ე.წ. შავი სია შეიმუშავა.  

აღნიშნული სია "რესპუბლიკურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ" შეადგინა. "დოკუმენტი" დე-ფაქტო პარლამენტსა და მთავრობას დღეს გადაეგზავნა.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შავ სიაში სულ 26 პირია შეყვანილი. 

"ქართული მხარის მიერ სასანქციო სიის შექმნა უსაფუძვლო და უარგუმენტოა. აღნიშნული სია მიმართულია ჩვენი ომის ვეტერანების წინააღმდეგ. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ უნდა შევქმნათ ჩვენი სასანქციო სია, რათა მასში შევიყვანოთ ყველა ის პირი, რომელიც ჩვენი ხალხის მკვლელობასა და გატაცებაშია დამნაშავე. ეს გზა, რომელიც ქართულმა მხარემ აირჩია ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. სანქციები და ბლოკადა ჩვენთვის არ არის სიახლე. საქართველოს მოთხოვნით ევროკავშირის ყველა ქვეყანა უკვე 20 წლის განმავლობაში სრულ იზოლაციაში გვამყოფებს", - წერია "ორგანიზაციის" მიმართვაში.

მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ე.წ. შავ სიას "ხიშბა-სიგუას სია" დაერქმევა. მათივე განმარტებით, აღნიშნული პირები "ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს". 

ე.წ. შავი სია შეყვანილი არიან:

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი იოსებ ახალაია, უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, ქართული შეიარაღებული ფორმირების „ტყის ძმების“ ლიდერი სლავიკ ბიგვავა, ამავე ფორმირების წევრები - ავთანდილ ბულისკერია და რობერტ გამისონია, სამხედრო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა გოგავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ბეჟან გოლანძია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, შსს-ს თანამშრომელი ზაზა კაკულია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, გიორგი კარკარაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი, გენერალი მამუკა ყურაშვილი, იუსუფ ლაკაევი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, გენერალი (2008 წლის აგვისტოს ომის გმირი) დავით ნოირაშვილი, ფორმირების წევრები - ემზარ პონიავა, ალიკ სამუშია, ომარ ხარჩილავა, დავით შენგელია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შსს-ს თანამშრომელი ბესიკ თოფურია, შსს-ს ყოფილი თანამშრომლები - მანუჩარ ჩანგელია და რომან შამათავა.

კომენტარები