ტერორიზმი

პაკისტანში ISIS-ის ტერაქტს 128 ადამიანი ემსხვერპლა

0 კომენტარი

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ბალუჯისტანის პროვინციაში წინასაარჩევნო მიტინგის დროს მომხდარ აფეთქებას 128 ადამიანი ემსხვერპლა, 120 კი დაშავდა. 

ტერორისტული აქტი ხალხმრავალ მიტინგზე მოხდა.​

Reuters-ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა პარტია „ბელუჯისტან ავამის“ ლიდერი ნავაბზადა სირაი რაისანი. თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, აფეთქების დროს 16-20 კილოგრამი ასაფეთქებელი იყო გამოყენებული.

მედიის ცნობით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები