მთავრობის ახალი შემადგენლობა

101 მომხრე, 12 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა

101 მომხრე, 12 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა

წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარი ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.  

შეკვეცილია სამინისტროების რაოდენობა, მთავრობის შემადგენლობაში სამი ახალი სახეა, მინისტრთა ნაწილმა კი თანამდებობები შეინარჩუნა.

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, უწყებების რიცხვი 14-დან 10-მდე შემცირდა, მე-11 კი სახელმწიფო მინისტრის აპარატია. რამდენიმე უწყება გაერთიანდა.

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  – გიორგი ქობულია;
  • ფინანსთა მინისტრი  – ივანე მაჭავარიანი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;
  • იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
  • თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

ვინ არიან და რა ვიცით მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების შესახებ, წაიკითხეთ აქ. 

მოქალაქეები იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა ქართულმა ოცნებამ პროტესტის მოთხოვნები არ გაითვალისწინა. რა არის საზოგადოების არგუმენტები წულუკიანის წინააღმდეგ, წაიკითხეთ აქ და აქ

კომენტარები