სოფელ ღებში მდინარეზე გასასვლელი საავტომობილო გზა აღდგენილია

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,სოფელ ღებში, მიმდინარეობს მდინარე ჩვეშურის კალაპოტის გაღრმავება და მდინარის კალაპოტში მოქცევა. 

მდინარეზე გასასვლელი საავტომობილო გზა აღდგენილია, მოეწყო დროებითი საცალფეხო ხიდი დიდ ღებსა დ პატარა ღებს შორის.

მათი ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრამდე აღდგება არნიშნული უბნების დამაკავშირებელი ძირითადი ხიდიც,ახალი ხიდის მონტაჟამდე მოსახლეობა თავისუფად შეძლებს გადაადგილებას სოფლის ორ უბანს შორის.

14 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე რიონისა და ჩვეშურის წყლის დონის მატება გამოიწვია, რამაც დააზიანა სოფლის შიდა გზები, მოსახლეობის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთები, ნაპირსამაგრი ჯებირები, სახიდე გადასასვლელი, რაიონულ ცენტრს მოწყვიტა სოფელი ღების ნაწილი, 50-60 კომლი.

კომენტარები