სურსათის ეროვნული სააგენტო

საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს

საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობა დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით, უკვე აღებულია 30-მდე ნიმუში და გამოკვლეულია აკრედიტირებულ ლაბორატორიაში.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების ზღვრული ოდენობა, დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება. სულ, წლის განმავლობაში დაგეგმილია 70-მდე ნიმუშის აღება. ნიტრატების შემცველობაზეკვლევა ყოველწლიურად ტარდება. 2017 წლის მონიტორინგის შედეგებით, დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა“,- წერია სააგენტოს განცხადებაში.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საზამთროსა და ნესვში აღმოჩენილი ნიტრიტები და ნიტრატები დაშვებულ ნორმას 3-4-ჯერ აღემატება.

კომენტარები