კრიმინალი

2018 წლის პირველ ნახევარში კრიმინალი რეკორდული ტემპით, 53%-ით გაიზარდა

flickr.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის პირველ ნახევარში რეგისტრირებული დანაშაულების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს კრიმინალი რეკორდულად მაღალი ტემპით - 53%-ით გაიზარდა. სამართალდამცავებმა სულ 28,239 დანაშაული აღრიცხეს, საიდანაც გახსინილია სულ 36%, ანუ 1/3-ზე ოდნავ მეტი. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ამაზე 18%-ით მაღალი იყო და 54%-ს შეადგენდა.

მკვეთრად არის გაზრდილი დანაშაულები ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ, რაც მკვლელობის მცდელობებს, მკველობებს, თვითმკვლელობამდე მიყვანას და სხვა დანაშაულებს შეადგენს. ამ კატეგორიის დანაშაულთა რაოდენობამ სულ 1163 შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით 102%-ით მეტია.

სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების მიხედვით, რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა ასეთია:

კომენტარები