ჩოგბურთი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მოიგო

AP

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ტურნირი მეოთხედ მოიგო. ფინალურ შეხვედრაზე მან სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი 6-2, 6-2, 7-6-ით დაამარცხა.

ეს ჯოკოვიჩოსთვის "დიდი სლემის" ტურნირებზე მოპოვებული მეცამეტე გამარჯვებაა. 31 წლის სპორტსმენის უკანასკნელი დიდი გამარჯვება 2016 წელს, საფრანგეთის ღია პირველობაზე იყო.

"არ არსებობს ამაზე უკეთესი ადგილი დაბრუნებისთვის. ეს ტენისის სამყაროში უწმინდესი ადგილია, მე ყოველთვის ვოცნებობდი ხელში დამეჭირა ეს თასი,"- თქვა ჯოკოვიჩმა.

 

კომენტარები