მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი გახდა, მან ლუჟნიკების სტადიონზე ხორვატია 4:2 დაამარცხა. გოლები გრიზმანმა, პოგბამ და მბაპემ გაიტანეს. ეს საფრანგეთისთვის მუნდეალის მეორე გამარჯვებაა, პირველად ნაკრებმა 1998 წელს გაიმარჯვა. 19 წლის ფორვარდი კილიან მბაპე ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა.
ოქროს ბურთის მფლობელი მისი ნაკრების წაგების მიუხედავად, ხორვატიის ნაკრების 32 წლის კაპიტანი ლუკა მოდრიჩი გახდა.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ოქროს ბურთუს მფლობელი წაგებული გუნდის მოთამაშე გახდა, მაშინ ეს ტიტული ლიონელ მესის გადაეცა.