ავტოსაგზაო შემთხვევა

გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა. ის ქუჩაზე გადასვლის დროს, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა მაშინ იმსხვერპლა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი 7 წლამდე პატიმრობაა.

კომენტარები