უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში

ტყიბულის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში გადაჰყავთ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორთა ჯგუფი ტყიბულში გაემგზავრა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები