შალვა თადუმაძე

თადუმაძე: დავამთავრე ის უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც მაშინ ლეგალურად არსებობდა

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ მისი განათლების შესახებ კითხვებს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უპასუხა, თუმცა ისე, რომ მას არ დაუსახელებია კონკრეტულად რომელი უმაღლესი სასწავლებლები დაამთავრა. 

"მე, 1994-2000 წლებში ის უმაღლესი სასწავლებლები დავამთავრე, რომელიც ლეგალურად, კანონმდებლობით საქართველოში არსებობდა და განათლების დამადასტურებელი ის დოკუმენტები მივიღე, რა დოკუმენტებსაც ეს უმაღლესი სასწავლებლები გასცემდა. არც ერთი წუთით არ ვნანობ, იმიტომ რომ დიპლომი არის არამატერიალური აქტივი და იმის მიხედვით ფასდება, რამდენად შესძლო განათლებამიღებულმა პირმა თავის რეალიზება. არც ერთი დღე მე უმუშევარი არ ვყოფილვარ. ჩემზე, როგორც იურისტზე ყოველთვის იყო მოთხოვნა. ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ცხოვრობდა ოჯახი და ორივე მილიარდერის ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი. ამ ქვეყნაში, როგორც ადვოკატი, რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურებოდი. ამ დიპლომით შევძელი, რომ 6 წელი მემუშავა საკანონმდებლო ინიციატივებზე მემუშავა მთავრობის ნაწილში და ექვსი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო იმ კანონების განხილვაში განხილვაში, რომელსაც ან პირადად მე ვწერდი ან მე ვიღებდი მის დაწერაში მონაწილეობას. ამიტომ, არ მესმის, ჩემს განათლებასთან დაკავშირებით რატომ გაჩნდა კითხვები. 17 წლის განმავლობაში ბოლო ორი დღეა, როცა უმუშევარი ვარ.

პარლამენტში წარდგენილი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, შალვა თადუმაძე 1994 - 1998 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო ინჟინრის პროფესიას დაეუფლა, ხოლო 1994 – 1999 წლებში, იურისტის განათლება თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში მიიღო.

კომენტარები