3D ტექნოლოგია

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელშიც საცხოვრებლად პირველი ოჯახი გადავიდა

BBC

საფრანგეთში 3D პრინტერით აშენებულ სახლში საცხოვრებლად წყვილი გადავიდა.

ნოურია და ნორდინ რამდანები მსოფლიოში პირველები არიან, რომლებიც ახალი ტექნოლოგიით აშენებულ სახლში იცხოვრებენ.


ფოტო: BBC

წყვილის შესახებ BBC წერს. მათი 4-ოთახიანი სახლის ღირებულება დაახლოებით 233,000 დოლარია, რაც ტრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებით აშენებულ სახლზე 20%-ით იაფია.

კომპანიის მიზანია სახლების სწრაფად და რაც მთავარია, იაფად აშენება. ფრანგი წყვილის საკუთრების აშენებას 54 საათი დასჭირდა.


ფოტო: BBC

მთავარი არქიტექტორის თქმით, ამ ტექნოლოგიით ბევრად მეტი კრეატიული იდეის განხორციელებაა შესაძლებელი, მაგალითად, ფორმების, რომელთა გამოყვანაც ტრადიციული მეთოდების გამოყენებით გაჭირდება.


ფოტო: BBC

მთავარი ინჟინერის თქმით, მას სურს უბნის გაშენება, სადაც მხოლოდ 3D ტექნოლოგიით აშენებული სახლები იქნება. ის ამჟამად პარიზის ჩრდილო ნაწილში 18 სახლს აშენებს.

სახლის პროექტები სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე და ყველაფრის გაკონტროლება შესაძლებელია სმარტფონის მეშვეობით.
მშენებლობის ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, 3D პრინტერის გამოყენებით აშენებული სახლები არ აბინძურებს გარემოს.

კომენტარები