აშშ-რუსეთი

პუტინმა ტრამპს მსოფლიო ჩემპიონატის ფეხბურთის ბურთი აჩუქა [video]

0 კომენტარი
ფოტო: Valery Sharifulin/TASS

ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს ფეხბურთის ბურთი აჩუქა, რომელიც სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის დამზადდა და უთხრა: "ახლა ბურთი შენს მოედანზეა, მით უმეტეს რომ აშშ იქნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი". 

პასუხად ტრამპმა თქვა: 

"ძალიან დიდი მადლობა. დიახ, ჩვენ ვმასპინძლობთ და იმედი გვაქვს, მას კარგად ჩავატარებთ. ამას ჩემს შვილს, ბარონს წავუღებ. მელანია, აიღე", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა და ბურთი დარბაზში მჯდომ მელანიას გადაუგდო.

საჩუქარი პუტინმა ტრამპს პრესკონფერენციაზე გადასცა, რომელიც ჰელსინკიში, სამიტზე, რამდენიმესაათიანი შეხვედრების შემდეგ გაიმართა. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები