გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

მცხეთის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

"მცხეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე მოქალაქეს 51 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი მორი ჰქონდა განთავსებული, ხოლო მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, სხვა სახეობისა და რაოდენობის ხე-ტყე იყო მითითებული. ავტომანქანა დაილუქა, საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება"- წერია უწყების განცხადებაში.

კომენტარები