მოდა

ბარბერიმ 2018 წელს 38$ მილიონის ღირებულების პროდუქცია გაანადგურა

0 კომენტარი
ფოტო: Burberry

ბარბერიმ 2018 წელს 38$ მილიონის ღირებულების პროდუქცია გაანადგურა  - როგორც ტანსაცმელი, ასევე კოსმეტიკა.

მიზეზად ახალი სეზონი და ახალი კოლექციაა, რომელიც მაღაზიებში უნდა შევიდეს. შესაბამისად, გასული წლის დარჩენილი პროდუქცია სრულად განადგურდა, საერთო ღირებულებამ კი 38 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

2017 წელს ბარბერის მიერ განადგურებული პროდუქციის საერთო ღირებულება 35,6$ მილიონი იყო. 

ბარბერი არ არის ერთადერთი ბრენდი, რომელიც მოძველებულ პროდუქციას თავიდან ამ გზით იშორებს. ანალოგიურად იქცევიან სხვა მაღალი მოდის ბრენდებიც.

მიზეზი, რის გამოც ლაქშერი ბრენდები პროდუქციას ანადგურებენ და არ ყიდიან ფასდაკლებით ან არ გადასცემენ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ექსკლუზიურობის განცდაა.

იმ შემთხვევაში, თუ ძვირადღირებული ტანსაცმელი მასობრივი გახდება, მომხმარებლები ექსკლუზიურობის განცხას დაკარგავენ. ექსკლუზიურობას კი დიდი მნიშვნელობა აქვს ბრენდების პროდუქციის გაყიდვების მიმართულებით. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები