მსოფლიო ჩემპიონატი 2018

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი კანტე მორიდებულობის გამო თასთან სურათს ვერ იღებდა

goal.com

ორი დღის წინ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრების გახდა, რომელმაც ფინალში ხორვატიის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

თამაშის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული ნაკრების ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის თასთან ერთად სურათებს იღებდნენ. როგორც წესი აღნიშვნის ამ ფორმაში ყველა ფეხბურთელი იღებს ხოლმე მონაწილეობას, თუმცა საფრანგეთის ნაკრების მოთამაშემ ნ'გოლო კანტემ სიმორცხვის გამო თასი თანაგუნდელებს თავად ვერ გამოართვა. მოგვიანებით, ეს ფაქტი სტივენ ნზონზიმ შენიშნა და კანტეს თასი მისცა, რათა სურათი გადაეღო.

 

კომენტარები