ჯეფ ბეზოსის ქონებამ დღეს $150,000,000,000-ს გადააჭარბა

Reuters

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ჯეფ ბეზოსის ქონებამ $150 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, შედეგად ბეზოსი მეორე უმდიდრეს ადამიანზე - ბილ გეითსზე $55 მილიარდით უფრო მდიდარი გახდა. 

ბეზოსის გამდიდრება Amazon-ის აქციებზე ფასების მატებამ გამოიწვია. გაუმჯობესებული გაყიდვების გამო ბაზარზე დადებითი მოლოდინებია კომპანიის მომავალთან დაკავშირებით. შედეგად, ბოლო 48 საათში კომპანიის 1 აქციის ღირებულება $1.795-დან $1.822-მდე გაიზარდა. 

ჯეფ ბეზოსს Amazon-ის აქციების 17% ეკუთვნის. 2017 წლის განმავლობაში ჯეფ ბეზოსი $32.2 მილიარდი დოლარით გამდიდრდა.

53 წლის ბეზოსი მილიარდერი 1998 წელს გახდა, მან ონლაინშოფინგის გიგანტი Amazon 1994 წელს დააფუძნა.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მესამე უმდიდრესი ადამიანი ამ დროისთვის Berkshire-ის დამფუძნებელი უორენ ბაფეტია, მისი ქონება $83 მილიარდია. პლანეტის მეოთხე უმდიდრესი მოქალაქე მარკ ზაკერბერგია, მისი ქონება $82 მილიარდია, ხოლო მეხუტე ადგილზე Zara-ს დამფუძნებელი ამანსიო ორტეგაა. 

კომენტარები