ვიცეპრემიერები

გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვიცეპრემიერებად დაინიშნენ

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ვიცეპრემიერი იქნება. პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერებად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ. შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.

კომენტარები