საქნახშირი

ლექვინაძე: საქნახშირი რეალურად არის სოციალური პროექტი

0 კომენტარი
ირაკლი ლექვინაძე ფოტო: ტაბულა

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG) მზადაა სახელმწიფოს ტყიბულის ქვანახშირის საწარმოს ოპერატორი კომპანია - "საქნახშირი" სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. ტაბულა GIG-ის შეთავაზებასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნესომბუდსმენს ირაკლი ლექვინაძეს ესაუბრა. ლექვინაძის თქმით, "ეს არის უბრალოდ კომპანიის სურვილი, რომ ასე მოხდეს, თუმცა ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აუცილებლად გაიმართება."

"ამ სახტებში ვითარება საკმაოდ რთულია, ის საჭიროებს ინვესტირებას, მოდერნიზებას, რაც საკმაოდ ბევრ თანხასთან არის დაკავშირებული. მოდერნიზაციის შესაძლებლობა შესაძლოა სცილდებოდეს კომპანიის შესაძლებლობათა ზღვარს. კომპანიისთვის ეს ზარალიანია, ანუ რეალურად ეს არის სოციალური პროექტი.

მე მესმის, რომ იქ საქმიანობის გაგრძელება იმდენად სარისკოა, რადგანაც მოძველებულია ინფარსრტქუტრა, შესაბამისად ის უსაფრთხო არ არის,"- ამბობს ლექვინაძე.

გუშინ ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომლის შედეგადაც 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. 

გუშინვე  საქართველოს პერმიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ტყიბულის შახტი გამოძიების დასრულებამდე დაიხურება. ბახტაძე ამბობს, რომ "სახელმწიფო ვერ დაუშვებს თავისი მოქალაქეების საკუთარი მოქალაქეების და სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაუცველობას."

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო დამსაქმებელია, კომპანიის შვილობილ კომპანიებში 4 ათასი ადამიანი მუშაობს, ხოლო კომპანიის ბრუნვა $160 მილიონს შეადგენს. 

GIG საქართველოში ერთადერთი ნახშირის მფლობელი და მწარმოებელი კომპანიაა. არსებული ლიცენზიით კომპანია ტყიბულის ქვანახშირის მარაგის 331 მილიონ ტონაზე მეტ ქვანახშირს ფლობს.

GIG-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილია, კომლანიის დირექტორთა საბჭოს წევრია გელა ბეჟუაშვილიც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ღვინჯილია

კომენტარები