კორუფცია

დიმიტრი ქუმსიშვილი: კარიერის განმავლობაში ღირსეულად ვემსახურე ჩემს ქვეყანას

economy.ge

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ რომ ყოფილი მინისტრები დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საკითხზე გამოკითხეს. 

ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა.

"პროკურატურაში გახლდით 20 დღის წინ - შეიძლება მეტის, არ მახსოვს ზუსტად. ეს იყო გამოკითხვის ფორმატი. მათ სურდათ ჩემი აზრი დამეფიქსირებინა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის იყო ისეთი საკითხი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში. აქედან გამომდინარე ყველა იმ მოსაზრებაზე, რაც მე გამაჩნდა, ყველა კითხვა რაც იყო დასმული, მე მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გავეცი. დღეს ჩამოვფრინდი საზღვარგარეთიდან. რათქმაუნდა ნებისმიერი კითხვა, რომელიც საზოგადოებას ექნება, ამ კითხვებზე მე უპრებლემოდ გავცემ პასუხს, იმიტომ რომ მე დასამალი არავისთან არაფერი არ მაქვს. ვთვლი, რომ კარიერის განმავლობაში ღირსეულად და პატიონსად ვემსახურე ჩემს ქვეყანას და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება" - თქვა ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილთან ერთად გამოკითხვაზე იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ალავიძეც.

კომენტარები