ილონ მასკი

ილონ მასკმა ბრიტანელ მყვინთავს ბოდიში მოუხადა

ილონ მასკი
nypost.com

ტესლას-ს გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა ბოდიში მოუხადა ბრიტანელ მყვინთავს, რომელსაც მან რამდენიმე დღის წინ თვითერის პოსტში პედოფილი უწოდა. 

მისი თქმით, პოსტი ცხელ გულზე იყო დაწერილი მას შემდეგ რაც ბატონმა ანსვორზმა რამდენიმე სიცრუე თქვა და მას მოუწოდა, რომ წყალქვეშა ნავთან სექსით დაკავებულიყო.

"თუმცა, მისი ჩემს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები არ ამართლებს ჩემს ქმედებებს მის მიმართ და ამისთვის ბოდიშს ვუხდი ბატონ ანსვორზს და იმ კომპანიებს, რომლებსაც მე წარმოვადგენ როგორც ლიდერი.ეს ჩემი და მხოლოდ ჩემი შეცდომაა."- ამბობს მასკი თვითერის პოსტში. 

ანსვორზმა, რომელმაც ტაილანდის გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, სამშაბათს განაცხადა, რომ აპირებს მასკს შეურაცხყოფის გამო უჩივლოს. 

 

 

 

კომენტარები