თბილისის ქუჩები, რომლებსაც 19 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 19 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, გორგასლის და შავნაბადას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის მოედნის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ფაღავას, ალიხანიანის, ხერხეულიძის, ლაგოდეხის, ირბახის, წურწუმიას, შავიშვილის, ბოროდინის, სართიჭალის და იზაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის და ტეტელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიზიკო ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების, გოთუას, შარტავას, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ცხინვალის, ანდრონიკაშვილის, არდაზიანის, ოდიშელიძის, ჩერქეზიშვილის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვილის, ლვოვის, ონიაშვილის, ოდესის და ისაკაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის და ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები