განათლების მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტრი

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს 7 მოადგილე ეყოლება

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილს 7 მოადგილე ეყოლება. მის პირველ მოადგილედ კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე ინიშნება.

ახალ გაერთიანებულ სამინისტროში მოადგილის სტატუსს ინარჩუნებენ: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილეები - ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია, და ალექსანდრე თევზაძე, ასევე კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილეები - ლევან ხარატიშვილი და შალვა გოგოლაძე.

მინისტრების მოადგილეებს ახალი წევრი ირინა აბულაძე უერთდება. ის ზოგადი განათლების მიმართულებას ჩაიბარებს. აბულაძე წარსულში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო. მინისტრის მოადგილეობამდე კი, ამავე ცენტრის „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს ხელმძღვანელობდა. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი მოადგილე საერთაშორისო განათლების მართვის მიმართულებით კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრია.

ქეთევან ნატრიაშვილი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე იყო, მიხეილ ბატიაშვილის მრჩეველი ხდება.

კომენტარები