გაუპატიურება

ინდოეთში 11 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურებისთვის ბრალი 17 კაცს წაუყენეს

Reuters

ინდოეთში, ქალაქ ჩენაიში, 11 წლის გოგო ჯგუფურად და განმეორებითად გაუპატიურებისთვის 17 მამაკაცს ბრალი წაუყენეს. მთავარი ბრალდებული ლიფტის ოპერატორია, რომელმაც გოგონა, სავარაუდოდ, ტკბილ სასმელში წამლების გარევით დაათრო და სხვა მამაკაცებიც მიიხმო. ბავშვის ოჯახი შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, მამაკაცები კი მისი მაცხოვრებლებისთვის სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცები გოგოს 7 თვის განმავლობაში მონაცვლეობით აუპატიურებდნენ, ამის ამსახველ ვიდეოს იწერდნენ და გოგონას მისი გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ, თუკი ოჯახს შეატყობინებდა. მას დანითაც ემუქრებოდნენ.

საბოლოოდ, ბავშვი უფროს დას გამოუტყდა. პოლიციას ბავშვის ოჯახმა მიმართა. ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. სულ მცირე, ოთხმა მათგანმა ბრალი უკვე აღიარა. პოლიციის ცნობით, მეტი დაკავებაა მოსალოდნელი. 

ამ ამბის ფონზე მორიგი საპროტესტო ტალღა აგორდა ქვეყანაში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ. ადვოკატებმა კი დაკავებულების დაცვაზე უარი განაცხადეს. 

ინდოეთი მსოფლიოში ქალებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყნად ითვლება. ქალებზე სექსუალური ძალადობის მაღალი მაჩვენებლის გამო მთავრობამ სასჯელის ზომები გაამკაცრა, თუმცა კრიტიკოსები თვლიან, რომ ეს საკმარისი არაა და საკითხი ბევრად კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

ახალი ზომებით თანახმად, 12 წელს ქვემოთ ბავშვის გაუპატიურებაზე სიკვდილით დასჯა შემოიღეს.

კომენტარები