მცხეთის, ყაზბეგის და დუშეთის სოფლებს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

მცხეთის, ყაზბეგის და დუშეთის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. ენერგო-პრო-ჯორჯია მიზეზად ქსელის გეგმურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

  • 10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1097 აბონენტს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძალისი, ვაზიანი, მუხრანი, ცხვარიჭამია და მიმდებარე სოფლებში.
  • 10:35-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 223 აბონენტს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გუდაური, კობი, ქუმლისციხე.
  • 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 980 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება" - აცხადებს ენერგო-პრო-ჯორჯია.

კომენტარები