Google

Google ევროკავშირის რეგულაციების დარღვევისთვის 5$ მილიარდით დაჯარიმდა

0 კომენტარი
ფოტო: The Verge

Google ევროკავშირის ანტიმონოპოლიური რეგულაციების დარღვევისთვის 5$ მილიარდით დაჯარიმდა.

საქმე ანდროიდის სისტემას ეხება. 

ევროკომისია აცხადებს, რომ  Google-ი ანდროიდს უსამართლოდ იყენებდა ინტერნეტ-საძიებო სისტემაში თავისი უპირატესობის გასაძლიერებლად და რომ ამისთვის გუგლმა ანტიმონიპოლიური კანონი, სულ მცირე, სამ მნიშვლელოვან ნაწილში დაარღვია, კერძოდ: 

  • გუგლმა თავისი საძიებო სისტემა და ქრომის აპლიკაცია ანდროიდის საძიებო სისტემა ანდროიდის სისტემას მიაბა. 
  • ასევე, გუგლმა ბაზრიდან დაბლოკა მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ანდროიდის დამოუკიდებელ, განსხვავებულ ვერსიას უშვებენ. 
  • ზოგიერთ მწარმოებელ კომპანიას, ასევე მობილურ ოპერატორს ფული გადაუხადა, რათა ტელეფონებში გუგლის საძიებო აპლიკაცია ექსკლუზიურად დაეინსტალირებინათ

ახლა ევროკომისიას სურს, გუგლმა ეს დარღვევები კანონმდებლობასთან შესაბამისი 90 დღის განმავლობაში გახადოს. 

"ეს ნიშნავს, რომ გუგლს მოუწევს შეწყვიტოს მწარმოებლების იძულება, ანდროიდის სისტემაში დააინსტალირონ ქრომი და გუგლის საძიებო სისტემა იმისთვის, რომ მათ Google Play Store შესთავაზოს. ასევე, საჭირო იქნება, გუგლმა შეწყვიტოს ტელეფონების მწარმოებლების დაშინება, არ შექმნან/ჩაუშვან განსხვავებული ანდროიდი, ვინაიდან, გუგლს არ წარმოუდგენია რაიმე სანდო მტკიცებულება, რომ განსხვავებული ანდროიდი გამოიწვევს სისტემის ან მხარდამჭერი აპლიკაციების გაფუჭებას/წარუმატებლობას"., - აცხადებს ევროკომისია. 

თავად კომპანია ევროკომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები