საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თეთნულდში დაკარგული ტურისტები იპოვეს, ვერტმფრენი ადგილზე ჯერ ვერ ეშვება [video]

0 კომენტარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტია-თეთნულდის ტერიტორიაზე დაკარგული ორი უკრაინელი ტურისტის კვალს მიაგნეს.

უწყების ცნობით, რვაკაციან ჯგუფს, რომელიც ზღვის დონიდან 4200 მეტრზე, თეთნულდზე იმყოფებოდა, ორი ტურისტი ჩამორჩა და დაიკარგა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და სამთო სამაშველო ჯგუფი, ცუდი ამინდისა და რთულად მისადგომი რელიეფის გამო, ვერტმფრენი ადგილზე ჯერჯერობით ვერ ეშვება.

ვიდეოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი მასხულია

კომენტარები