საქართველო-გერმანია

პირველი არხი: ანგელა მერკელი საქართველოში, სავარაუდოდ, აგვისტოში ჩამოვა

The National

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში ჩამოდის. ვიზიტი აგვისტოს მეორე ნახევრისთვის არის დაგეგმილი. 

პირველ არხი წერს, რომ მათ ეს ინფორმაცია თბილისში რამდენიმე წყარომ დაუდასტურა.

პირველი არხი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ოფისსაც დაუკავშირდა, საიდანაც გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის პასუხი მიიღო. 

„მადლობას გიხდით, რომ დაგვიკავშირდით. ჩვენი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, კანცლერის ვიზიტების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ვასაჯაროებთ მხოლოდ ვიზიტის წინა პარასკევს“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის პასუხში.

კომენტარები