აფეთქება აშშ-ში

პენსილვანიის სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაშავდა

Getty Images

პენსილვანიაში, ლეთერკენის სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაშავდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის ოფისში FOX News-ს უთხრეს, რომ აფეთქება რიგითი მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველი არ ყოფილა. 

შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 7:15-ზე მოხდა. 

ლეთერკენის სამხედრო ბაზის ფეისბუქის გვერდზე წერია: 

"შემთხვევა მოხდა შენობაში, რომელშიც 350 ადამიანი მუშაობს. თანამშრომლებო, გთხოვთ დარჩეთ მშვიდად თქვენს სამუშაო ადგილებზე შემდგომ გაფრთხილებამდე. თუ ბაზის გარეთ ხართ, გთხოვთ, ამ ეტაპზე არ შემოხვიდეთ". 

ABC27-ის რეპორტიორის ცნობით, ბაზის 2 თანამშრომელი შენობიდან ცეცხლში გახვეული გამოვარდა, მათ შორის ერთ-ერთი ქიმიური დამწვრობით. 

სამხედრო ბაზაზე, რომელიც 71 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, 3 600 ადამიანი მუშაობს "აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ძალების პასუხისმგებლიანი და მდგრადი მზადყოფნისთვის". 

სამხედრო ბაზა 1942 წელს აშენდა. 

კომენტარები