შობადობა

წყვილები ჩინეთში მეორე ბავშვის გაჩენისას ფულად ბონუსს მიიღებენ

ჩინეთის მთავრობამ მოსახლეობას მეორე ბავშვის გაჩენისკენ მოუწოდა. ოჯახი, რომელშიც მეორე ბავშვი დაიბადება, სახელმწიფოსგან ფულად ბონუსს მიიღებს.

ჩინეთის ხელისუფლება დედებს 98-დღიან შვებულებასთან ერთად 138-დან 158 დღემდე დასვენებას ჰპირდება. 15-დან 30 დღემდე დეკრეტული შვებულებით ისარგებლებენ მამებიც. ამის შესახებ ჩინური მედია წერს.

ოჯახებს, რომლებსაც მეორე შვილი შეეძინებათ, ფინანსურის გარდა, სახელმწიფო სამედიცინო დახმარებასაც გაუწევს.

სინძიანგის აუტონომიური პროვინცია, დედებს, რომლებსაც ჰყავთ 2 შვილი, 1000 იუენამდე სუბსიდიებს გადასცემს. ასევე ქალაქი ორშვილიან ოჯახებს საბავშვო რძით 3 წელი მოამარაგებს.

ჩინეთის მთავრობამ ერთი ბავშვის ყოლის მრავალწლიანი პოლიტიკა - "ერთი ოჯახი - ერთი ბავშვი" - 2016 წელს შეცვალა, როდესაც მან ყველა დაქორწინებულ წყვილს ორი ბავშვის ყოლის უფლება მიანიჭა.

ჩინეთში შობადობის შემცირების და მოსახლეობის ზრდის შენელების პოლიტიკა 1979 წელს მიიღეს.

კომენტარები