მსოფლიო ჩემპიონატი 2018

"ჩემპიონატი აფრიკამ მოიგო" - ტრევორ ნოას ხუმრობამ აშშ-ში საფრანგეთის ელჩი აღაშფოთა

Deadline

საფრანგეთის ელჩმა აშშ-ში, ჟერარდ ორუმ, კომედიანტ ტრევორ ნოას ხუმრობასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატი აფრიკამ მოიგო ოფიციალური წერილი მიწერა.

15 ივლისს გადაცემაში "The Daily Show" ტრევორ ნოამ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულებზე, საფრანგეთის ნაკრებზე იხუმრა.

"აფრიკამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, აფრიკამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი" - თქვა ნოამ.

ტრევორ ნოას ხუმრობას მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულებთან დაკავშირებით კრიტიკა მოყვა ინტერნეტ სივრცეში. მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ხუმრობა რასისტული იყო.

მოგვიანებით, კომედიანტმა წერილი მიიღო აშშ-ში საფრანგეთის ელჩისგან და ის გადაცემაში წაიკითხა.

"მე დიდი ყურადღებით ვუსმენდი თქვენს 17 ივლისის გადაცემას, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებაზე საუბრობდით. მე გავიგე თქვენი სიტყვები აფრიკულ გამარჯვებასთან დაკავშირებით, ვერაფერი ვერ იქნება ნაკლებად სიმართლე. შესაძლოა ფეხბურთელების მშობლები დაბადებულიყვნენ სხვა ქვეყნებში, მაგრამ ნაკრების უმრავლესობა, 23 ადამიანიდან 2-ის გარდა საფრანგეთში არის დაბადებული. მათ განათლება საფრანგეთში მიიღეს, ფეხბურთიც საფრანგეთში შეისწავლეს, ისინი საფრანგეთის მოქალაქეები არიან. ისინი ამაყობენ საკუთარი ქვეყნით - საფრანგეთით. მდიდარი წარსული ამ ფეხბურთელების, მეტყველებს საფრანგეთის მრავალფეროვნებაზე. საფრანგეთი მრავალფეროვანი ქვეყანაა, თუმცა ყველა მისი მოქალაქე ფრანგული იდენტობის წარმომადგენელია და ისინი ერთად ქმნიან ამ ქვეყანას. ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, საფრანგეთში არ ასხვავებენ მოქალაქეებს წარმომავლობისა და რელიგიის მიხედვით. საფრანგეთის ნაკრებისთვის აფრიკის ნაკრების დაძახებით, თქვენ უარყოფთ რომ ისინი ფრანგები არიან. ასევე, ამ ხუმრობით ლეგიტიმაციას უწევთ იმ აზრს, რომ თეთრკანიანობა ერთადერთი საშუალებაა იყო ფრანგი" - წერია წერილში.

წერილის წაკითხვის შემდეგ, ტრევორ ნოამ კრიტიკას უპასუხა. მისი თქმით, შესაძლებელია ადამიანი ერთდროულად იყოს ფრანგი და აფრიკელი.

"იყო აფრიკიდან და უყურებდე მსოფლიო ჩემპიონატს, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიშნავს იმას, რომ ფერადკანიანი ადამიანები მსოფლიო გარშემო, აღნიშნავდნენ ფრანგი ფეხბურთელების აფრიკულ წარმომავლობას. არ შეხედოთ ამას ნეგატიურად, შეხედეთ პოზიტიურად - ნახეთ აფრიკელი ადამიანები, რომლებმაც შეძლეს გამხდარიყვნენ ფრანგები. ეს ყველაფერი არის აღნიშვნა ამ მიღწევების. ჩემთვის არგუმენტი, რომ ადამიანები აღარ არიან აფრიკელები და ხდებიან ფრანგები, უცნაურია. რატომ არ შეიძლება იყო ორივე? ამერიკა არ არის იდეალური ქვეყანა, მაგრამ რაც მიყვარს ამ ქვეყანაში, ის არის რომ ადამიანებს შეუძლიათ აღნიშნონ თავიანთი წარმომავლობა და იყვნენ ამერიკელებიც" - უპასუხა ტრევორ ნოამ.

კომენტარები