აქტივიზმი

აქტივისტების პროტესტი - Google იდიოტის ძებნისას ტრამპის ფოტოს აგდებს

დონალდ ტრამპი

პირველი, რასაც Google-ს საძიებო სისტემა ინგლისურ ენაზე იდიოტის ძებნისას აგდებს, ტრამპის ფოტოებია. აშშ-ის პრეზიდენტი არის ძიების მეორე შემოთავაზებაც. ის არის მესამეც და მეოთხეც.

შედეგი ბუნებრივად დადგა მას მერე, რაც აქტივისტებმა გადაწყვიტეს დიდ ბრიტანეთში ტრამპის ვიზიტის ჰიმნად Green Day-ის ჰიტი - American Idiot ექციათ.

ამის შემდეგ, ძირითადად reddit-ის მომხმარებლებმა საძიებო სისტემის ალგორითმით მანიპულაცია დაიწყეს. აქტივისტები საიტზე აქვეყნებენ სტატიას ტრამპის ფოტოთი და იყენებენ სიტყვას "იდიოტი". 

კომენტარები