ოაზისი

ლაიამ გალაჰერი თავის ძმას, ნოელს ჯგუფ ოაზისის აღდგენას სთხოვს

Getty Images

ლაიამ გალაჰერი თავის ძმას, ნოელს ჯგუფ ოაზისის აღდგენას სთხოვს. 

მან ტვიტერზე დაწერა: 

"ნოელ, მომისმინე, ვიცი, რომ კონცერტებს მართავს, სადაც ახლა ადამიანები ალკოჰოლს აღარ სვამენ. ეს ყველაზე უჩვეულო რამეა, რაც ამ დრომდე გაგიკეთებია. მე გპატიობ, ახლა მოდი და დიდი ოაზისი კვლავ შევკრიბოთ".

ჯგუფი ოაზისი 2009 წელს, პარიზში ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ, ძმებს შორის კონფლიქტის გამო დაიშალა. მაშინ ნოელ გალაჰერმა თქვა, რომ მას და ლაიამს შორის არანაირი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, მაგრამ კონფლიქტის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო.

მას შემდეგ ლაიამი პერიოდულად ცდილობს, ნოელთან კონტაქტზე გავიდეს. ტვიტერზე ძმას ზოგჯერ ლანძღავს და მის ახლანდელ ბენდს, "High Flying Birds" აკრიტიკებს, სხვა დროს კი დღესასწაულებს, მაგალითად დაბადების დღეს და შობას ულოცავს. 

კომენტარები