ჰასკიმ ტყეში 7 კატის კნუტი იპოვა, სახლში წაიყვანა და მათ გვერდიდან არ შორდება.
3 წლის ძაღლი სახელად ბანერი, თავის პატრონთან ერთად, აშშ-ს შტატ ჯორჯიაში ცხოვრობს. ერთ-ერთი გასეირნების დროს, ძაღლმა ტყეში ყუთი იპოვა, რომელშიც შვიდი მიტოვებული კატის კნუტი იყო. ჰასკიმ ისინი სახლში წაიყვანა და მათი მოვლა დაიწყო.