გიორგი მარგველაშვილი

თალაკვაძე: მარგველაშვილი წინასაარჩევნო სტრესშია

რუსთავი 2

არჩილ თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტი მარგველაშვილი წინასაარჩევნო სტრესშია და ბევრს ფიქრობს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. 

ასე ქართული ოცნების წევრმა პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადება შეაფასა. 

"რატომ არ ასახელებენ კანდიდატს? არ ასახელებენ იმიტომ, რომ არ იციან, როგორ დაასახელონ კანდიდატი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ უნდა დაასახელონ თუ რაღაც აბსტრაქტული კანდიდატი,“ - თქვა გიორგი მარგველაშვილმა ერთი საათის წინ.მისივე თქმით, იმისთვის, რომ მას დაუპირისპირდნენ ბევრად ღირსეული კანდიდატი უნდა წარადგინონ. 

"პრაქტიკულად, მან თქვა, დედამიწა ტრიალებს ჩემს გარშემოო, შესაძლოა, არის პრეზიდენტის კაბინეტში გლობუსი, რომელიც მართლაც მის გარშემო ტრიალებს, მაგრამ დედამიწა, პოლიტიკა, ეკონომიკა და ყველაფერი, ნამდვილად არ ტრიალებს მის გარშემო. შესაბამისად, მე ვფიქრობ,  მას ამ შემთხვევაში ეს განცხადებები დასჭირდა მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, ისევ და ისევ საკუთარი პიროვნება ან კანდიდატურა წამოსწიოს წინ. რეალურად, ის არის წინასაარჩევნო სტრესში და ფიქრობს ბევრს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში, ამიტომ გვაჩქარებს ალბათ, თავისი გეგმის მიხედვით,“ - ამბობს თალაკვაძე მარგველაშვილის პასუხად. 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით ქართულ ოცნებას პრეზიდენტობის კანდიდატი არ დაუსახელებია. 

უცნობია არჩევნების თარიღიც, რომელიც მოქმედმა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს, ასევე უცნობია, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწლეობას თავად გიორგი მარგველაშვილი. 

კომენტარები