რეკლამა

პირველად ნათამაშები ლატარია და მომენტალურად მოგებული 20 000 ლარი

საქართველოს ეროვნული ლატარია

"ოქროს საწმისში" ერთ- ერთი მაქსიმალური მოგების მფლობელი უკვე ცნობილია.

საქართველოს ეროვნული ლატარიის მომენტალურ გათამაშება "ოქროს საწმისში" მოგებული 20 000 ლარის მფლობელი გახდა გელა დიდებაშვილი თბილისიდან. მან დიდი დიღმის ტერიტორიაზე, "გუდვილის" ჰიპერმარკეტში მდებარე პრესის დახლზე 2 ლარად შეიძინა "ოქროს საწმისის" ბილეთი და მომენტალურად 20 000 ლარის მფლობელი გახდა.

გელა დიდებაშვილი გახლავთ მცირე ბიზნესის მფლობელი, რომლის სავაჭრო სტენდიც ასევე "გუდვილის" ტერიტორიაზეა განთავსებული. როგორც ბატონი გელა გვიყვება, მან სამი "ოქროს საწმისის" ბილეთი ხურდის ნაცვლად შიძინა, ხოლო ერთ-ერთის გადაფხეკისას, მომგებიანი სიმბოლოს ქვეშ 200 00 ლარი აღმოაჩინა.

"ადრე არასდროს მითამაშია, ეს ჩემი პირველი შეხება იყო ლატარიასთან, მსგავსი რამ არასდროს წარმომედგინა, თუ 2 ლარად ოდესმე 20 000 ლარს მოვიგებდი. მადლობა საქართველოს ეროვნულ ლატარიას ამ უდიდესი სიხარულისთვის".


ფოტო: საქართველოს ეროვნული ლატარია

გელა დიდებაშვილი მოგებული თანხით ბიზნესის გაფართოებას აპირებს. მას ჰყავს მეუღლე და მალე პირველ შვილს ლოდება. საქართველოს ეროვნული ლატარია ბატონ გელას მოგებას ულოცავს!


ფოტო: საქართველოს ეროვნული ლატარია

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ლატარის მომენტალურ გათამაშებებში "ფარაონში", "შვიდიანსა" და "ოქროს საწმისში" კიდევ დარჩენილია მაქსიმალური მოგებები.

გისურვებთ მოგებას.

კომენტარები