ლორა სმიტის სხეულზე კობაურთან სექსუალური კავშირის კვალი აღმოჩნდა

სმიტები

ტელეკომპანია იმედისა და რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ლორა სმიტის სხეულზე ბრალდებულ მალხაზ კობაურთან სექსუალური კავშირის კვალი იპოვა. 

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლორა სმიტის უკანა ტანიდან აღებულ ნაცხში გენეტიკური პროფილი შერეულია, სადაც ერთი წილი ეკუთვნის მალხაზ კობაურს ხოლო მეორე წილი ეკუთვნის ლორა სმიტს.

მედიათა ინფორმაციით, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ ისმატ სმითი კი, თოფის მიბჯენით მოკლა.

მათივე ცნობით, ეს არ არის საბოლოო დასკვნა, უახლოეს მომავალში მზად იქნება კომპლექსური დასკვნის შედეგები და გამოძიება დამატებით დეტალებს შეიტყობს.  

კომენტარები