მკვლელობა ხადას ხეობაში

ხადას ხეობაში სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა

ადვოკატი დავით გირგვლიანი ხადას ხეობაში სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღარ დაიცავს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს:

„ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ,რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს მე ,როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი მივიჩნევ,რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელზეს ჩემი მონაწილეობის გარეშე. წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს ვინც გააგრძელებს მის დაცვას ,ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ , რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე!“ - წერს გირგვლიანი.

ადვოკატის ამ გადაწყვეტილებამდე, რუსთავი 2-მა და იმედმა მათ მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელეს, საიდანაც ირკვევა, რომ ლორა ბრალდებულთან სექსუალური კავშირის კვალი იპოვა. ტელეკომპანიების ინფორმაციით, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითი გააუპატურა, მისი 4 წლის შვილი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში 4 ივლისს დაიღუპა. დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 20 წლის მალხაზ კობაური დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება. კობაური წინასწარ პატიმრობაშია, ის ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები