საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი წირვისას შეუძლოდ გახდა - ექიმის ცნობით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოს პარლამენტი

დღეს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შეუძლოდ გახდა. 85 წლის პატრიარქს წირვის დატოვება და საპატრიარქოში დაბრუნება საღვთისმსახურო შესამოსლით მოუწია. 

პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას ცნობით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

"პატრიარქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თავს კარგად გრძნობს. თავს გრძნობს ჩვეულებრივად. არტერიული წნევა დაუქვეითდა და შედარებით დაქვეითებული წნევით წაბრძანდა მსახურებაზე. ალბათ წირვაზე სიცხეც იყო და წნევა კიდევ უფრო დაქვეითდა. თავი ცუდად იგრძნო და წამობრძანდა", - უთხრა ტაბულას ცისანა შარტავამ.

კომენტარები