აშშ-ირანი

დონალდ ტრამპი ჰასან როუჰანის: აშშ-ს აღარასოდეს დაემუქროთ, თორემ პასუხს აგებთ

ჰასან როუჰანი, დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ ირანის მხრიდან მუქარის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა საპასუხო შედეგებს მიიღებს:

"მივმართავ ირანის პრეზეიდენტს, ჰასან როუჰანის: აღარასოდეს დაემუქროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ საპასუხო შედეგებს მიიღებთ, როგორიც მთელი ისტორიის მანძილზე ცოტა თუ მოიძებნება. ჩვენ აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც აიტანს თქვენს შეშლილ ძალადობის და სიკვდილის რიტორიკას. ფრთხილად იყავით!"

ტრამპი ჰასან როუჰანის მიერ გუშინ, ირანელ დიპლომატებთან შეხვედრაზე გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. ირანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ირანთან ომი "ყველა ომის დედა" იქნება:

"ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ ირანთან მშვიდობა ყველა მშვიდობის დედა, ხოლო ომი ყველა ომის დედა იქნება." "ბატონო ტრამპ, ნუ ეთამაშებით ლომის კუდს. ეს მხოლოდ სინანულს მოგიტანთ." თქვა როუჰანიმ ირანული მედიის მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა და ქვეყანას სანქციებს ხელახლა უწესებს.

კომენტარები