კანადა

ტორონტოს ქუჩაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაიღუპა 1, დაშავდა 13 ადამიანი

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

კანადის ქალაქ ტორონტოს ქუჩაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. დაიღუპა ახალგაზრდა ქალი. დაშავდა 13 ადამიანი. მათ შორის ერთის, 9 წლის გოგონას მდგომარეობა კრიტიკულია.

თავდამსხმელი პოლიციასთან დაპირისპირებისას მოკლეს.

კანადურ მედიაში გავრცელდა მოქალაქის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს თეთრკანიანი მამაკაცი, შავი ქუდით და სამოსით, რომელიც ტროტუარზე ჩერდება, ჩანთიდან იარაღს იღებს და ხალხის მიმართულებით რამდენიმეჯერ ისვრის.

თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები