ნიკოლ მაინსი

ნიკოლ მაინსი სერიალ "SUPERGIRL"-ში პირველ ტრანსგენდერ სუპერგმირს ითამაშებს

ტრანსგენდერი ქალი აქტივისტი, ნიკოლ მაინსი, პირველი ტრანსგენდერი სუპერგმირის როლს შეასრულებს CW-ის მიე გადაღებულ სატელევიზიო სერიალ "Supergirl"-ში.

ნიკოლ მაინსი სუპერგმირის, სახელად ნია ნიალის როლს შეასრულებს, რომელიც ჰუმანოიდი უცხოპლანეტელია და მომავლის დანახვა შეუძლია. 

"დიდ ძალაუფლებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაც მოდის. ვნერვიულობ, რადგან მინდა რომ ყველაფერი სწორად გავაკეთო" - თქვა ნიკოლ მაინსმა.

ნიკოლ მაინსი ცნობილი 2014 წელს გახდა, როდესაც მან თავის სკოლას შტატის სასამართლოში უჩივლა. სკოლაში მას გოგოების ტუალეტის გამოყენების საშუალებას არ აძლევდნენ. მან სარჩელი მოიგო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შტატის სასამართლომ დაადგინა, რომ ტრანსგენდერმა ადამიანებმა ტუალეტი იმის მიხედვით უნდა გამოიყენონ, რომელ გენდერთანაც ახდენენ იდენტიფიკაციას.

კომენტარები