პოლიცია

დააკავეს პოლიციელი, რომელმაც შსს-ს ცნობით, პირი მოგერიებისას მოკლა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

პოლიციელი, რომელმაც ქურდობის მცდელობისთვის დასაკავებელი პირი მოგერიებისას მოკლა, ბრალდებულის სახით დააკავეს.

"სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის არეში დაზიანება მიაყენა ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით. პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დაკავებულია ბრალდებულის სახით" - აცხადებს პროკურატურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე "დაუდგენელ პირს" წაასწრეს. შსს-ს ცნობით, პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც "ჯერჯერობით დაუდგენელი პირი" სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა.

"პოლიციელმა თავდასხმის მოგერიების მიზნით, სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლა და დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა" - აცხადებს შსს.

კომენტარები