მშობლები

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენმა შვილმა YouTube არხის შექმნა გადაწყვიტა

თანამედროვე სამყაროში YouTube ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ახალი ინფორმაციის მისაღებად და სწავლის პროცესში დამატებითი მასალების მოსაძიებლად.

მშობლებისთვის, შეიძლება, ვიდეოკომუნიკაცია უცხო ხილია, მაგრამ მოზარდები ამ გზით ხშირად ერთობიან. ყველა პოპულარული აპლიკაცია - Snapchat, instagram, Messenger, Musical.ly მომხმარებლებს ვიდეოკლიპების გაზიარების საშუალებას აძლევს. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინტერნეტ სივრცესთან დაკავშირებულ რისკებს ერიდებით (რაც საკმაოდ წინდახედული ნაბიჯია), თქვენი შვილისთვის ეს შესაძლოა თვითგამოხატვის, კრეატიულობის გამოვლენისა და სოციალიზაციის გზა აღმოჩნდეს.

ფოტო: Photo: Getty Images

Youtube არხის შექმნა სახალისო პროექტია, რომელიც შესაძლოა სასარგებლოც გამოდგეს. უფრო და უფრო მეტი მოზარდი იყენებს ონლაინ სერვისებს, როგორც ციფრულ პორტფოლიოებს. ამ საიტების მეშევობით მათ შეუძლიათ აჩვენონ საკუთარი ნამუშევარი დამსაქმებლებს, სასწავლებლებს და პოტენციურ თანამშრომლებს. მოიპოვონ პოპულარობა, გაერთონ, გაიგონ ბევრი საინტერესო ფაქტი და ა.შ. 

YouTube-ის სერვისი გათვალისწინებულია მხოლოდ 13 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის, რადგანაც მისი მშობელი კომპანია Google აგროვებს და ყიდის მომხმარებლის მონაცემებს. ბავშვთა ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვის აქტი (COPPA) კი მოზარდებს მონაცემთა შეგროვების საფრთხისგან იცავს. მიუხედავად ამისა, როგორც ყველამ ვიცით, უამრავი ბავშვი ფლობს YouTube არხებს. 

13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის Youtube არხის შექმნა ლეგალურია თუმცა, აუცილებელია მათი მშობლები საქმის კურსში იყვნენ და ფლობდნენ ცოდნას ამ სერვისის მიერ მომხმარებელთა ინფორმაციის შეგროვების პოლიტიკის შესახებ. 

  • გაიგეთ, რისი გაზიარება არის უსაფრთხო: სანამ მოხდება ვიდეოს ატვირთვა, სასურველია, ბავშვს საზღვრები დაუწესოთ, რადგან მათ არ უნდა გააზიარონ რამე ძალიან პერსონალური, როგორიცაა, მაგალითად, მათი სახლის ან სკოლის მისამართი. ასევე, კარგი იქნება წინასწარ იცოდეთ, თუ რას ილაპარაკებს თქვენი შვილი ვიდეოში.
  • აკონტროლეთ მისი ექაუნთი: ამ გზით თქვენ გექნებათ სრული ინფორმაცია არხის შესახებ. თუმცა, თქვენს შვილს კვლავ ექნება სრული შესაძლებლობა, რათა საკუთარი კრეატივი გამოავლინოს.
  • გამოიყენეთ საოჯახო ექაუნთი: თუ ანდროიდის ოპერაციულ სისტემას ფლობთ, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეგეძლებათ თვალი ადევნოთ თქვენი შვილის არხს.

თუ თქვენ შვილს არ სურს Youtube არხის შექმნა და უბრალოდ, მისი რომელიმე არხზე დამოკიდებულება გაშფოთებთ, ან შიშობთ, რომ არასასურველ კონტენტს წააწყდეს. ამის თავიდან აცილებაც შესაძლებელია. 

ქრომს, ან იმ ბრაუზერს, რომელსაც იყენებთ, აქვს შესაძლებლობა, სპეციალური ფილტრის მეშვეობით, დაბლოკოს ის ვიდეოები, რომელსაც არ გინდათ, რომ თქვენი შვილი უყურებდეს.

ამისთვის საჭიროა ბრაუზერისთვის მოძებნოთ ფილტრი video blocker და დააინსტალიროთ.

კიდევ უფრო მარტივია youtube-ს კონტროლი Google-ს youtube kids აპლიკაციით, რომელიც დაახლოებით 3 წლის წინ შეიქმნა. აპლიკაცია გათვლილია ბავშვისთვის დასაშვებ კონტენტზე და სპეციალური ალგორითმის საშუალებით, ფილტრავს შესაბამის კონტენტს. მაგალითად, თუ ბავშვი პორნოგრაფიის ან ძალადობის შემცველი ვიდეოს მოძებნას დაიწყებს, youtube kids-ის აპლიკაცია ამის საშუალებას არ მისცემს. 

თუმცა, ამ დროისთვის, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, youtube kids ხელმისაწვდომი არ არის.

კომენტარები